ფეხბურთი

22:36 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნასერ ელ-ხელაიფი: “ანჩელოტი კიდევ ერთი წლით აუცილებლად დარჩება”

“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ელ-ხელაიფი ირწმუნება, რომ მის კლუბს მომდევნო სეზონშიც კარლო ანჩელოტი გაწვრთნის.

ევროპულ პრესაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პსჟ იტალიელ სპეციალისტს დაითხოვდა და მის ნაცვლად ჟოზე მოურინიოს მიიწვევდა. თუმცა, თუ პარიზელთა პრეზიდენტს დავუჯერებთ, ანჩელოტი გუნდში კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2014 წლის ზაფხულამდე დარჩება.

“ანჩელოტის კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. ხელშეკრულების თანახმად, თუ გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში სამეულში მოხვდება, მწვრთნელი ჩვენთან მომდევნო სეზონშიც იმუშავებს. აქედან გამომდინარე, 100%-ით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კარლო პარიზში კიდევ ერთი წლით დარჩება.” – ციტირებს ნასერ ელ-ხელაიფის სიტყვებს L’Equipe.

0.123081