ფეხბურთი

14:08 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლის” ლამელა სურს

“ნაპოლის” ხელმძღვანელობა ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევი ნახევარმცველის – ერიკ ლამელას ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ აპენინური მედიასაშუალებები იუწყებიან.

ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ინგლისელთათვის სატრანსფერო წინადადებას უკვე ამზადებს. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს, “ტოტენჰემმა” 22 წლის არგენტინელი “რომასგან” 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ცხადია, არცთუ წარმატებული სეზონის შემდეგ, ლამელას ფასმა დაიკლო.

მიმდინარე სეზონში, ლამელამ “ტოტენჰემის” მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, სადაც მხოლოდ გოლსა და საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

 

0.123579