„ნაპოლის“ სამწვრთნელო შტაბი „ჯენოას“ თავდამსხმელ ალბერტო ჯილარდინოთი დაინტერესდა. SportMediaset-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს „ჯენოას“ ხელმძღვანელობასთან ფინანსური დეტალების გამო ურთიერთობა დაეძაბა და დიდი ალბათობით კლუბს დაემშვიდობება. ყველაზე რეალურ ვარიანტად კი ამ ეტაპზე „ნაპოლი“ მოჩანს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ალბერტო ჯილარდინომ 32 თამაში ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა.