ფეხბურთი

13:48 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” რამის იჯარა იუარა

იტალიური “ნაპოლის” თავკაცმა რაფა ბენიტესმა ესპანური “ვალენსიას” მცველის – ადილ რამის იჯარით აყვანა არ ისურვა. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

როგორც ირკვევა, “ღამურების” პრეზიდენტმა ამადეო სალვიომ ნეაპოლელებს მცველის იჯარა პირადად შესთავაზა. მოგეხსენებათ, ვალენსიელებმა რამი თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის კრიტიკისთვის აითვალწუნეს და მისი გაშვება სურთ.

ცნობისათვის, რამის გადაბირება “რომასაც” სურს.

 

0.120328