იტალიურმა “ნაპოლიმ” მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდ მარიო გომესს კონტრაქტი შესთავაზა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლელებმა გერმანელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ახლა კი, ჯერი ფეხბურთელზეა.
აპენინური პრესის ინფორმაციით, გომესის ტრანსფერის ინიციატორი “ნაპოლის” ახლადდანიშნული თავკაცი რაფაელ ბენიტესია.
მოგეხსენებათ, იტალიელები ედინსონ კავანის შემცვლელს ეძებენ, რადგან ურუგვაელი კლუბის შეცვლას გეგმავს. გომესის გარდა, “ნაპოლის” კანდიდატთა სიაში არიან ედინ ჯეკო, სტევან იოვეტიჩი და ლეანდრო დამიაო.