ფეხბურთი

14:50 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” დავიდ ლოპესი გაიფორმა

 

იტალიურმა “ნაპოლიმ” “ესპანიოლის” აწ უკვე ყოფილი მცველი, დავიდ ლოპესი დაიმატა. ტრანსფერი დაადასტურა იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

ესპანელმა მცველმა, ახალ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის “სუონსიში” წასულ ფედერიკო ფერნანდესს შეცვლის.

24 წლის ფეხბურთელი, “ესპანიოლის” აღზრდილია და 2010 წელს ჰქონდა პირველ გუნდში დებიუტი, თუმცა ორი სეზონის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში იყო განათხოვრებული. ჯამში, კატალონიური კლუბის მაისურით 36 შეხვედრის ჩატარება და 2 გოლის გატანა მოასწრო ლა ლიგაში. 

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.116334