“ნაპოლის” ხელმძღვანელობას “ლიონის” 25 წლის ნახევარმცველის – მაქსიმ გონალონის შეძენა სურს. ამის შესახებ იტალიური გამოცემები იუწყებიან.
ნეაპოლელები ფრანგის გადაბირებას გასული წლის ზაფხულშიც ცდილობდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. როგორც ირკვევა, წელს, გონალონი იტალიაში გადასვლის სურვილს ღიად აფიქსირებს, მაგრამ “ლიონს” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვა არ სურს.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, გონალონმა 36 მატჩი ჩაატარა, და 2 საგოლე პასით გამოირჩა.