ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, სტამბულის “გალათასარაი” მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს. Fanatik-ის ცნობით, თურქები “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბის – ლუიშ ნანის შეძენას გეგმავენ.
26 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ, სტამბულელები 13 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საგულისხმოა, რომ “ოლდ ტრაფორდის” დატოვების სურვილი თავად ნანისაც აქვს, რადგან გასულ სეზონში, მხოლოდ 11 მატჩში გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში.
ცნობისათვის, ნანის გადაბირებით “მონაკოცაა” დაინტერესებული.