ფეხბურთი

14:39 | 11.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნანის ტრავმა სერიოზული არაა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ლუიშ ნანი ლონდონის “ჩელსისთან” ინგლისის თასის 1/4-ფინალურ მატჩში დაშავდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “წითელი ეშმაკების” დამრიგებელმა ალექს ფერგიუსონმა MUTV-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ პორტუგალიელის ტრავმა არცთუ სერიოზულია. 

“ნანის მუხლქვეშა მყესების მიკროტრავმა აქვს. ვფიქრობ, სერიოზული არაფერია, მაგრამ აუცილებლად უნდა შემეცვალა. ეს ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო, რადგან ნანი ძალიან კარგად თამაშობდა”, - განაცხადა ფერგიუსონმა. 
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერისა” და “ჩელსის” დაპირისპირება ფრედ – 2:2 დასრულდა. ტრავმის გამო, ნანი ანტონიო ვალენსიამ შეცვალა.
0.116885