პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ლუიშ ნანი არ გამორიცხავს, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე კლუბი გამოიცვალოს.
2013 წლის სექტემბერში, მან “წითელ ეშმაკებთან” ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მერე სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
“იუნაიტედის” ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემით არაერთი კლუბია დაინტერესებული. მზად ვარ ყველა ვარიანტი განვიხილო და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ რა იქნება ჩემთვის უკეთესი. ჯერჯერობით რთულია თუნდაც პორტუგალიაში დაბრუნებაზე რაიმე კონკრეტულის თქმა” - განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა.
ნანის აგენტი მისი კლიენტის მიერ ზაფხულში კლუბის გამოცვლაზე ჯერ კიდევ ამა წლის აპრილში საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელის შეძენა მადრიდის “ატლეტიკოს”, ტურინის “იუვენტუსს” და სტამბოლის “ფენერბახჩეს” სურთ.