ფეხბურთი

17:42 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნანი ინდივიდუალურად ვარჯიშობს

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ტრავმირებული ნახევარმცველი ლუიშ ნანი აღდგენითი პროცესის დასკვნით ეტაპს გადის. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 27 წლის პორტუგალიელმა მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში უკვე დაიწყო.

მუხლქვეშა მყესის ტრავმის გამო, მანჩესტერელთა გარემარბს ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა. “წითელი ეშმაკების” სამედიცინო შტაბში ზუსტად არ იციან, როდის დაუბრუნდება ფეხბურთელი მოედანს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ნანიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩის ჩატარება მოასწრო.

თეგებილუიშ ნანი
0.113897