ფოთში მიმდინარეობს მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნანა ალექსანდრიას თასის ტრადიციული გათამაშება. ფესტივალი 8 ტურნირად ტარდება და მასში 9 ქვეყნის 369 მოჭადრაკე ასპარეზობს.
ფესტივალის ფარგლებში ასპარეზობა შემდეგ კატეგორიებში მიმდინარეობს: A ტურნირი – 2000 > და ზემოთ რეიტინგის მქონე მონაწილეებისათვის, B ტურნირი 2000-ზე < ნაკლებ-რეიტინგიანებისათვის, 8, 10 და 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ბიჭებს შორის.
ასპარეზობა 20 ივლისს დასრულდება და მისი საერთო საპრიზო ფონდი 32 000 ლარს შეადგენს.
5 ტურის შემდეგ, ძირითად A ტურნირში 4.5 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა საერთაშორისო დიდოსტატი ლევან ფანცულაია (2588).
ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ლუკა პაიჭაძე (2537), გევორგ ჰარუთინიანი (სომხეთი, 2456), ზურაბ ჯავახაძე (2455), ივერი ჭიღლაძე (2399), გიგა ყუფარაძე (2497) და მისრატდინ ისკანდაროვი (აზერბაიჯანი, 2371).