რაგბი

18:50 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნამიბიას დაკარგული ზიმბაბვემ მოიმკა

წლევანდელი ივნისის ტესტ-მატჩების დასრულების შემდეგ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგში მოწინავე გუნდები “ოთხი ერის”, ანუ აგვისტოს შუა რიცხვებამდე დალაგდნენ.

28 ივნისს სამხრეთ აფრიკამ შოტლანდია 55:6 გაანადგურა, მაგრამ ამ შედეგს სარეიტინგო ქულებზე გავლენა არ მოუხდენია. სამაგიეროდ, ცვლილებები გამოიწვია მსოფლიო თასის აფრიკის შესარჩევი ეტაპის დასკვნითმა მატჩებმა და ორი კვირის შემდეგ, ამავე ტურნირის ეგიდით გასამართი მორიგი ორი ტურის შემდეგ, ცვლილებები ისევ მოხდა.

ნამიბიამ კენიასთან მოულოდნელი მარცხის შედეგად 1,70 ქულა და ოთხი ადგილი დაკარგა. გამარჯვებამ ორი ადგილით დააწინაურა კენია. ზიმბაბვემ მადაგასკარის დამარცხებით ჯგუფში ლიდერობა მოიპოვა, რეიტინგს 1,59 ქულა შემატა და სამი ადგილით დაწინაურდა. საქართველოს ნაკრები 70,46 ქულით მე-15-ე საფეხურზე რჩება და მისთვის ნოემბრამდე არაფერი შეიცვლება.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 30 ივნისისთვის

1      (1). ახალი ზელანდია      93,81

2      (2). სამხრეთ აფრიკა      89,34

3      (3). ავსტრალია          86,94

4      (4). ინგლისი            85,68

5      (5). ირლანდია          83,44

6      (6). უელსი              80,70

7      (7). საფრანგეთი        80,01

8      (8). შოტლანდია        77,78

9      (9). სამოა           76,59

10    (10). იაპონია         75,39

11    (11). ფიჯი          74,56

12    (12). არგენტინა       73,98

13    (13). ტონგა            72,58

14    (14). იტალია          70,92

15   (15). საქართველო       70,46

16    (16). რუმინეთი            68,42

17    (17). კანადა                68,01

18    (18). აშშ                   67,30

19    (19). Uრუგვაი          62,89

20    (20). რუსეთი               62,06

21    (21). ესპანეთი             60,65

22    (23). ჰონკონგი             58,47

23    (24). პორტუგალია       57,73

24    (25). კორეა          57,22

25    (26). გერმანია          57,19

26    (22). ნამიბია               57,09

27    (30). ზიმბაბვე           55,15

28    (27). ჩილე                  54,54

29    (28). მოლდოვა             54,10

30    (29). ბელგია            53,90

31    (33). კენია          53,46

32    (31). ჰოლანდია       53,16

33    (32). უკრაინა          52,37

34    ...

0.124798