საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქე, 2015 წლის მსოფლიო თასზე რვა წლის შემდეგ კვლავ ნამიბიის ნაკრები იქნება.
2007 წლის მსოფლიოზე ამ ქვეყნის გუნდი 30:0 დავამარცხეთ, მაგრამ გადამწყვეტ უპირატესობას დასკვნით 20 წუთში მივაღწიეთ და გადამწყვეტი ლელოები კონტრშტევებზე გავიტანეთ. ამას გარდა, ნამიბიას ტესტ-მატჩებში ორჯერ ვძლიერთ და ერთხელ აფრიკელებმა გვაჯობეს.
მეტოქის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით იყოს და ახლა კი გზა, რომლითაც ის მსოფლიო თასამდე მივიდა:
მადაგასკარის დასკვნით ეტაპზე, გუნდი პირველ ტურში კენიასთან 22:29 დამარცხდა, მაგრამ მერე ზიმბაბვეს 24:20 აჯობა და შანსი დაიბრუნა, მაგრამ მეტოქეებზეც იყო დამოკიდებული. საუკეთესო მდგომარეობაში მყოფმა, 10-ქულიანმა კენიამ ზიმბაბვეს პირველ ტაიმში წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ძალა აღარ ეყო და 10:28 დამარცხდა. რადგან სამ ლელოზე მეტი ზიმბაბვემაც ვერ გაიტანა და პრემია ვერ აიღო, შანსი ნამიბიას დაუბრუნდა და ისარგებლა კიდეც. მათ აუტსაიდერი მასპინძელი პირველივე ტაიმში გატეხეს, საბოლოოდ 89:10 გატეხეს და მსოფლიო თასზე თამაშის უფლება მიიღეს, ხოლო ზიმბაბვე რეპეშაჟის ნახევარფინალში კრასნოიარსკში რუსეთს დაუპირისპირდება.