რაგბი

11:21 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრებს გორგოძე დააკლდა

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “მონპელიეს” ლიდერმა მამუკა გორგოძემ, საფრანგეთის Top 14-ის განვლილ ტურში, “ბორდოსთან” 28:23 მოგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და “ბორჯღალოსნებს” ბელგიასთან გასამართ ერთა თასის მატჩში ვერ დაეხმარება.

ქართველმა მესამეხაზელმა კუნთი დაიზიანა და ბელგიელთა გარდა 8 თებერვალს, ლისაბონში პორტუგალიასთან გასამართ თამაშსაც გამოტოვებს. ბელგიელები ერთა თასის დებიუტანტები არიან და ერთი შეხედვით, მათთან თუნდაც ლიდერის გარეშე თამაში არ უნდა გაგვიჭირდეს, მაგრამ შარშან ამ გუნდმა საქართველოს ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართა და სწორედ გორგოძის თავგამოდებული გარჯის წყალობით მილტონ ჰეიგის შეგირდებმა 17:13 იმარჯვეს.

მომავალი მატჩისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება ორშაბათს, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაიწყო. გორგოძის ნაცვლად მწვრთნელმა შეკრებაზე “ლოკომოტივის” მესამეხაზელ გივი ბერიშვილს უხმო. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრა 1 თებერვალს, “ავჭალის” სტადიონზე 15 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3 ლარია და ისინი უკვე იყიდება ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს რაგბის კავშირში, თამაშის დღეს კი, თუ 2 ათასი ბილეთიდან რამე დარჩება, მათი შეძენა უშუალოდ სტადიონზე იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).

0.126299