ფეხბურთი

21:41 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნაინგოლანი: “მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებ”

“რომას” ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი უკმაყოფილოა იმით, რომ ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყურადღებას ვერ იქცევს.

25 წლის ნაინგოლანს ეროვნულ გუნდში სულ 5-ჯერ უთამაშია და ყველა მათგანი ამხანაგური იყო.

“ვფიქრობდი, რომ ნაკრებში ჩემო გამოუძახებლობის მიზეზი “კალიარიში” თამაში იყო, რადგან ეს გუნდი საუკეთესოთა რიგებს არ მიეკუთვნება. თუმცა, “რომაში” გადასვლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.

მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ვიმსახურებ. მწვრთნელის მიმართ უკმაყოფილებას არ გამოვხატავ, მაგრამ ვწუხვარ იმის გამო, რომ მისთვის ჩემი შესაძლებლობების ჩვენების შანსი არ მომცემია.” – ციტირებს ნაინგოლანის სიტყვებს Football Italia.

0.070855