იაპონიის სუმოს ასოციაციამ მომავალი ბაშოს საწყისი დღეების განრიგი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ წლის მორიგი სუპერტურნირი – ნაგოია ბაშო 13-27 ივლისს ჩატარდება.
მაკუუჩი დივიზიონს შემორჩენილი ერთადერთი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ მომავალ ტურნირს აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ხვდება. მისი პირველი მეტოქე დასავლეთის მე-14 მაეგაშირა აძუმარიუ იქნება. ორშაბათს, ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგამიოს შეერკინება.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონს დაუბრუნდა ექს-კომუსუბი ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე. ქართველ სეკიტორს ძურიოს აღმოსავლეთის მე-12 ნომერი ერგო და ნაგოიაში პირველ ორთაბრძოლას დასავლეთის მე-12 რეიტინგოსან დაიეიშოსთან გამართავს.
და როგორია იოკოძუნების განრიგი? ჰაკუჰო კომუსუბი ამინიშიკის გაეჯიბრება, ჰარუმაფუჯი – კომუსუბი აოიამას, ხოლო კაკურიუ – პირველ მაეგაშირა იკიოის.