რეიტინგსიის ლიდერ რაფა ნადალს მაიამის “მასტერზ1000”-ის ფინალში სამჯერ უთამაშია, თუმცა, პირველობის მოპოვების სამივე მცდელობა უიღბლო გამოუვიდა. ფლორიდის შტატის წლევანდელი შეჯიბრება კი 27 წლის მალიორკელმა 6 წლით უფროსი ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტის 6:1, 6:3 დამარცხებით დაიწყო.
მატჩმა საათსა დ 9 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში რაფამ 4 ბრეიკი და ეისი განახორციელა, ლეიტონთან პირადი შეხვედრების ბალანსი კი 7:4 გახადა. მესამე წრეში ნადალი უზბეკეთის სახელით მოასპარეზე დენის ისტომინს დაუპირისპირდება.
ამასობაში მაიამის “მასტერზ1000”-ის ორგზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი (2011, 2012) მეოთხე სტადიაზე უბრძოლველად გავიდა. სერბის მეტოქემ, გერმანელმა ფლორიან მაიერმა საზარდულის ტრავმის მომიზეზებით თამაშზე უარი განაცხადა. “ნოლეს” შემდეგ ოპონენტს ესპანელი ტომი რობრედოსა და ფრანგი ჟულიენ ბენეტოს მატჩი გამოავლენს.
ფლორიდის შტატის საჩოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი 5649405 დოლარია, მამაკაცთა შეჯიბრების მოქმედი ჩემპიონი კი შოტლანდიელი ენდი მარეია, რომელმაც შარშანდელ ფინალში ესპანელ დავიდ ფერერს 2:6, 6:4, 7:6 მოუგო.