ჩოგბურთი

11:51 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ჰალეში ითამაშებს

 9-15 ივნისს აღმოსავლეთგერმანიის ქალაქ ჰალეში ტრადიციული საჩოგბურთო ტურნირი ჩატარდება, წლევანდელ შეჯიბრებას განსაკუთრებულ ხიბლს კი რეიტინგსიის ლიდერის რაფა ნადალის ასპარეზობა შესძენს. 27 წლის მანაკორელს აქამდე მხოლოდ ორჯერ უთამაშია ჰალეში, ტურნირი კი ყველაზე მეტად მოქმედ ჩემპიონს, 32 წლის შვეიცარიელ როჯერ ფედერერს მოუგია (6).

წლეულს ჰალეში გამოსვლის სურვილი ტომი ჰაასმა, იეჟი იანოვიჩმა, რისერ გასკემ, მილოშ რაონიჩმა, კეი ნიშიკორიმ, მიხაილ იუჟნიმ და გაელ მონფისმაც გამოთქვეს.

“მოხარულნი ვართ, ჩოგბურთის ლეგენდები ფედერერი და ნადალი ჩვენთან ერთდროულად რომ ითამაშებენ. იმედია, მათ სერიოზულ წინააღმდეგობას შეჯიბრების სხვა მონაწილენიც გაუწევენ, რაც წლევანდელ გათამაშებას მაყურებლისთვის მიმზიდველს გახდის. ძირითად ბადეში ის მოთამაშეები მოხვდებიან, რომლებიც რეიტინგის 55-ე ადგილზე ზემოთ არიან. გულშემატკივარს მეტად საინტერესო ტურნირს ვპირდებით”, - აცხადებს ჰალეს საჩოგბურთო შეჯიბრების დირექტორი რალფ ვებერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115391