რაფა ნადალი ინდიან უელსში მეორე წრიდან ჩაებმება. მისი მოწინააღმდეგის ვინაობა კი ამერიკელი რაიან ჰარისონისა და იაპონელი გო სოედას მატჩმა გაარკვია. ჰარისონმა 3 სეტით (6:0, 4:6, 6:3) მოუგო აზიელს და მას სადღეისოდ პლანეტის რეიტინგსიის მეხუთე ნომერი გამოცდის. თავად რაფა ინდიან უელსის ტურნირის წინ ფრთხილ განცხადებას აკეთებს.
მალიორკელის სიტყვები ამერიკულ პრესას მოჰყავს: “აკაპულკოში თავს მშვენივრად ვგრძნობდი. მხედველობაში მაქვს თამაშის ხარისხიც და მუხლის მდგომარეობაც. თუმცა, ინდიან უელსში წარმატების იმედი ნაკლებად მაქვს. ამდენხნიანი უთამაშებლობა უკვალოდ ვერ ჩაივლის. ყველაფრის მიუხედავად, შევეცდები საუკეთესო ჩოგბურთო ვაჩვენო მაყურებელს, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირის მოგების იმედი არ მაქვს”.
რაფამ ლონდონის ოლიმპიადიაზე უთამაშებლობით სინანული კიდევ ერთხელ გამოხატა. “ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, თამაშების გახსნის ცერემონიალზე ესპანეთის დროშა მე რომ უნდა მჭეროდა. ასეთი შანსი სპორტსმენს იშვიათად ეძლევა და გულსატკენია, ამგვარ პატივზე უარის თქმა რომ მომიწია. იმედია, პოზოტიურ განწყობას შევინარჩუნებ, ბევრს ვიმუშავებ და რიო დე ჟანეიროში ვიასპარეზებ”, - რაფას ეს სიტყვები ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.