ჩოგბურთი

13:41 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ცინცინატიში არ ჩავა

12-18 აგვისტოს აშშ-ის ქალაქ ცინცინატიში Western & Southern Open-ის მორიგი საჩოგბურთო ტურნირი ჩატარდება. პოპულარული ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით ამ პრესტიჟულ შეჯიბრებას რაფა ნადალი დააკლდება.

რაფას ცინცინატის ასპარეზობის თავიდან აცილების რამდენიმე მიზეზი სახელდება. ჯერ ერთი, ცინცინატიში ტურნირი კანადის მონრეალის Rogers Cup-ის დასრულებისთანავე აიღებს სტარტს და ნადალს ამერიკის ღია პირველობის დაწყების წინ ძალის მოკრება და დასვენება სურს. მეორე მიზეზი ესპანელისთვის ცინცინატის არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობაა (?) და ერთხელ რაფას ამ ქალაქში ჩაფრენისას საბაჟო შემოწმებისას სირთულე შეხვდა. მესამეც, ნადალს რვაჯერ აქვს ნათამაშები ცინცინატის ტურნირზე და მხოლოდ ორჯერ მოახერხა ნახევარფინალში გასვლა (2008, 2009).

ძნელი გასარკვევაი, ამ მიზეზთაგან რომელია სარწმუნო, ფაქტი კი ისაა, რომ ცინცინატის წლევანდელი გათამაშება რაფა ნადალის გარეშე ჩაივლის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063623
სარეკლამო ადგილი - 99
X x X