ჩოგბურთი

11:53 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი არგენტინელებს დაერია

რაფა ნადალმა მექსიკის ქალაქ აკაპულკოს ტურნირის პირველ წრეში არგენტინელ შვარცმანს მოუგო, დღეს დილით კი კიდევ ერთ პატაგონიელს მარტინ ალუნდს შანსი არ დაუტოვა 6:0, 6:4. რაფამ არგენტინელებთან დაპირისპირებისას მხოლოდ 8 სეტი დათმო. ნახევარფინალში გასასვლელად მალიორკელი შვარცმანისა და ალუნდის თანამემამულე ლეონარდო მაიერს შეხვდება.  
მსოფლიოს რეიტინგსიის 91-ე საფეხურზე მყოფ ალუნდთან შეხვედრას რაც შეეხება, ნადალს მის დასამარცხებლად საათი და 16 წუთი დასჭირდა. რაფამ 4 ბრეიკი და ერთი ეისი განახორციელა. ნადალი მეორედ შეხვდა 27 წლის ალუნდს და მეორედაც უპრობლემოდ სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122421