ჩოგბურთი

13:20 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი აკაპულკოში მოგებით იწყებს

 

 რაფა ნადალმა წარმატებით აიღო სტარტი აკაპულკოს Abierto Mexicano Telcel ტურნირზე. მექსიკის საკურორტო ქალაქის შეჯიბრების სასტარტო ტურში 26 წლის მალიორკელმა 20 წლის არგენტინელ დიეგო შვარცმანს 6:2, 6:2 მოუგო. ნადალის მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი არგენტინელი მარტინ ალუნდი იქნება.

მსოფლიოს 157-ე საფეხურზე მყოფი 20 წლის შვარცმანის წინააღმდეგ თამაშისას რაფამ 5 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა. ამასობაში, ესპანურ პრესაში გაჟღერდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მუხლის პრობლემის გამო ნადალი ინდიან უელსისა და მაიამის “მასტერზ1000”-ებს გამოტოვებს. ამ ინფორმაციას თავად რაფას შტაბიდან ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

აკაპულკოს ტურნირს რაც შეეხება, პირველი წრის ბარიერი ვერ დაძლია დავიდ ნალბანდიანმა. ერთ დროს კლასიფიკაციის მესამე ნომერმა 31 წლის არგენტინელმა მოულოდნელად 23 წლის სლოვენელ ალიაჟ ბედენესთან (რეიტინგში 71-ე საფეხურზეა) 0:6, 4:6 წააგო.

თეგებინადალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114631