ჩოგბურთი

0:40 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ ქვაცაბაია შემორჩა

თელავში გრძელდება საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია. შეჯიბრის საწყისი რაუნდის დაძლევა ერთადერთმა ქართველმა ჩოგბურთელმა მოახერხა.

სოფო ქვაცაბაიამ რუსეთის სახელით მოთამაშე ნათელა ძალამიძე 5:7, 6:3, 7:6 (7:5) დაამარცხა და მერვედფინალში პირველი განთესვის მქონე უკრაინელ ანასტასია ვასილიევას ეთამაშება.

ეკატერინე გორგოძემ დაძაბულ ბრძოლაში თურქ მელის სეზერთან 6:2, 5:7, 4:6 წააგო, ხოლო მარიამ ბოლქვაძე რუს ვალერია სოლოვიევასთან 5:7 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

წყვილებში ბრძოლას მხოლოდ გორგოძე და ქვაცაბაია არიან შემორჩენილნი, რომლებიც მეოთხედფინალში უკრაინელ ფომინას და პოლონელ ზანიევსკას გაეჯიბრებიან.

0.121878