ურუგვაის ეროვნული ნაკრების მეკარემ ფერნანდო მუსლერამ "გალათასარაისთან" ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 27 წლის კარის დარაჯი 13 მილიონ ევროს მიიღებს.
თურქული პრესის ინფორმაციით, კონტრაქტის ახალი დეტალები შემდეგნაირია: პირველ წელს მუსლერა 2.75 მილიონ ევროს მიიღებს, მეორე სეზონში - 3.3 მილიონს, მესამე და მეოთხე წელს კი - 3.57.
ამას თან ემატება ბონუსები კარის მშრალად შენახვაზე თითოეულ მატჩში. პირველი ორი სეზონის განმავლობაში ურუგვაელი პრემიის სახით 15 ათას ევროს მიიღებს, ხოლო მომდევნო ორ სეზონში კი - 20 ათას ევროს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს თურქულმა გრანდმა ურუგვაელი მეკარე "ლაციოდან" 6.8 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
გიორგი ბალახაძე