ფეხბურთი

21:12 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მუნტარი: “ალეგრის დათხოვნის გამო გაბრაზებული ვიყავი”

იტალიური “მილანის” ნახევარმცველი სალი მუნტარი გუნდის მთავარ მწვრთნელად კლარენს ზეედორფის დანიშვნით კმაყოფილია, მაგრამ აცხადებს, რომ მასიმილიანო ალეგრის გაშვებამ ის გააბრაზა.

“როდესაც ზეედორფი ჩვენთან თამაშობდა, ის მე კარგ რჩევებს მაძლევდა. მას შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა არ შეცვლილა. ახლა, ის მწვრთნელია და რჩევების მოცემას განაგრძობს. ჩვენ მას უნდა მოვუსმინოთ.

ალეგრის დათხოვნის გამო გაბრაზებული ვიყავი. ეს ნორმალურია მაშინ, როდესაც გუნდიდან შენთვის ძვირფასი ადამიანი მიდის. ალეგრის ჩემი “მილანში” ხილვა სურდა და ამის გამო მისი მადლობელი ვარ. ის ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება, როგორც ჩემი სხვა ყოფილი მწვრთნელები – ჟოზე მოურნიო, ლუჩანო სპალეტი და ჯამპიერო ვენტურა.” – აცხადებს სალი მუნტარი.

0.111574