“ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელ მუნირ ელ ჰადადის 8 სექტემბერს ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა.
ვისენტ დელ ბოსკემ 19 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მანამდე “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით მხოლოდ ორი თამაში ჰქონდა ჩატარებული, ნაკრებში უხმო და მაკედონიასთან 5:1 მოგებულ შეხვედრაში შეცვლაზე 13 წუთი ათამაშა. აღსანიშნავია, რომ ელ ჰადადის მაროკოს ეროვნულ ნაკრებშიც შეეძლო თამაში, მაგრამ არჩევანი ესპანეთზე შეაჩერა.
“ოცნება ამიხდა. ჩემი კარიერა სწრაფი ტემპებით ვითარდება, მაგრამ ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და მუხლჩაუხრელი შრომა განვაგრძო.
ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ ოდესღაც ესპანეთის ნაკრებში ვითამაშებდი. მე აქ დავიბადე და გავიზარდე და ამიტომ სწორედ ესპანეთია ჩემი სამშობლო. ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშიც პირადი გადაწყვეტილება იყო.
რა თქმა უნდა, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელი, ვნერვიულობდი. მაგრამ ამას უნდა მივეჩვიო. ვისენტემ მითხრა, რომ უბრალოდ უნდა გავაგრძელო ფეხბურთის თამაში, განვვითარდე და სარგებელი მოვუტანო კლუბსა და ნაკრებს” – განუცხადა ელ ჰადადიმ ESPN-ს.