ფეხბურთი

22:42 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მუნიაინი: “ბარსელონას” დამარცხება? რატომაც არა?”

“ბილბაოს” 21 წლის შემტევმა იკერ მუნიაინმა განაცხადა, რომ მის გუნდს “ბარსელონას” დამარცხება ნამდვილად შეუძლია და ამაში გასაკვირი არაფერია. ცნობისთვის, პრიმერას მატჩი “ბილბაო”-“ბარსა” 1 დეკემბერს გაიმართება “სან მამესზე”.

“ჩემპიონთა ლიგაში “აიაქსმა” მოუგო კატალონელებს და ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ “ბარსა” დაუმარცხებელი გუნდი არაა. “აიაქსმა” ბარსელონელთა ნაკლოვანებები ნათლად გვაჩვენა. ვფიქრობ, კვირას კარგი შანსი გვექნება. მათ არ ეყოლებათ მესი, ვალდესი და დანი ალვეში, ჩვენ კი მშვენიერ ფორმაში შევედით”.

“ბილბაო” პრიმერაში ამჟამად მეხუთე ადგილზეა.  

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130904