mundodeportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი უახლოეს მომავალში ლონდონში ჩავა და "ჩელსისთან" კონტრაქტს გააფორმებს.
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფაბრეგასისადმი ინტერესს ადასტურებს.
ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს ესპანელი ფეხბურთელი აღარ აინტერესებდა. დღეს კი, პოპულარული ბრიტანული გამოცემა guardian მოურინიოს სიტყვებს ავრცელებს:
"ფაბრეგასისადმი ინტერესი გვაქვს და მის გარშემო არსებულ სიტუაციას ვაანალიზებ. მას "ბარსელონას" დატოვება სურს და საინტერესოა თუ რომელ კლუბში უნდა კარიერის გაგრძელება. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და სიტუაციას ვაკონტროლებთ." - განაცხადა მოურინიომ.
ბრიტანული წყაროს ინფორმაციით "ბარსელონა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანგას ითხოვს.
გიორგი ბალახაძე