ფეხბურთი

23:05 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: დავიდ ლუიზს “ბარსელონაში” უნდა

თუ კატალონიურ პრესას დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, დავიდ ლუიზმა კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

როგორც ცნობილია, ლუიზი კატალონიური კლუბის უმთავრესი სამიზნეა. “ბარსას” სათავეში ტიტო ვილანოვას ყოფნის დროს, კლუბის პრიორიტეტი ტიაგუ სილვა იყო, მაგრამ გუნდში ტატა მარტინოს მისვლის შემდეგ, პსჟ-ს მცველის ტრანსფერი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ხოლო დავიდ ლუიზი ნომერ პირველ სამიზნედ იქცა.

როგორც ცნობილია, “ჩელსი” ლუიზის გაყიდვას არ აპირებს. ეს, ცოტა ხნის წინათ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟოზე მოურინიომაც დაადასტურა. თუმცა, Mundo Deportivo-ს ცნობით, ლონდონიდან ბარსელონაში გადაბარგების სურვილს თავად ფეხბურთელი გამოთქვამს და ის ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას მომდევნო კვირაში გასამართ შეხვედრაზე ამცნობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116118