მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება უამრავ გულშემატკივარს სურს, მაგრამ ყველა მათგანის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. ESPN-ის ცნობით, ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, ფიფაში 4.5 მილიონ ბილეთზეა მოთხოვნა შესული.
განაცხადების უმრავლესობა მუნდიალის მასპინძელი ბრაზილიიდანაა. ბრაზილიელებმა 3.4 მილიონი ბილეთი შეუკვეთეს, რაც საერთო რაოდენობის 77%-ს შეადგენს. არგენტინელებმა 223 686 ბილეთი მოითხოვეს, ამერიკელებმა – 175 122. საერთო ჯამში, ფიფას ბილეთების მოთხოვნით 200 ქვეყნიდან მიმართეს.
საგულისხმოა, რომ ფიფას გაყიდვაში მხოლოდ 3.3 მილიონი ბილეთი აქვს. აქედან, გაყიდვების პირველი ეტაპისთვის, მხოლოდ მილიონი ბილეთია გამოყოფილი.