სხვა

2:16 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსხვილიძის 5 გოლი ლიდერთან საკმარისი არ აღმოჩნდა

 

მორიგი მატჩები გამართეს ქართველი ხელბურთელების უცხოურმა კლუბებმა. გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის “ტრაბზონსფორი” თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ “ბეშიქთაშს” ესტუმრა, რომელსაც მთელ სეზონში სულ 1 თამაში ჰქონდა ფრედ დასრულებული, დანარჩენი კი – მოგებული.

“ბეშიქთაშმა“ ამჯერადაც გაიმარჯვა – 40:25. მსხვილიძემ 5 გოლი გაიტანა, ხოლო სტამბულელთა შორის ყველაზე შედეგიანები თურქეთის ნაკრების ლიდერი რამაზან დიონე (11 გოლი) და საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ჯორჯე რაშიჩის ვაჟი დავიდ რაშიჩი (10) იყვნენ.

“ტრაბზონი” ისევ მეოთხე ადგილზეა 27 ქულით.

რუმინეთში შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას “ბაკეუმ” სტუმრად დაამარცხა “პოლი ტიმიშოარა” – 36:31 და 43 ქულით მე-3 ადგილზეა. 2 გოლი გაიტანა რუსიამ, ვისაც ბოლო ორ ტურში არ უთამაშია.

ტიმიშოარა” 15 ქულით მე-10 ადგილზეა და რეგულარული სეზონის შემდეგ, პლეიაუტში მოუწევს თამაში.

“პოლიტექნიკას” შემადგენლობაში ჯერჯერობით არ გამოჩენილა ირაკლი ჩიქოვანი, ვინც ტრავმის შემდეგ ვარჯიში უკვე დაიწყო.

0.119854