სხვა

15:06 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსხვილიძემ 5 გოლი გაიტანა

განახლდა ხელბურთის საკლუბო სეზონი. საქმეში ერთვებიან ქართველი ლეგიონერებიც. თურქეთში, “ტრაბზონსფორმა” შინ “ანაფენ კოლეჯი” 38:30 დაამარცხა, ხოლო რატი მსხვილიძემ 5 გოლი გაიტანა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო აზერბაიჯანელი ოლეგ გეორგიევსკი – 12. ტრაბზონელთა მეორე ქართველ გიგა ტორონჯაძეს არ უთამაშია. “ტრაბზონსფორს” 14 თამაშიდან 8 მოგება აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 29 იანვარს გამართავს “გენჩლერბირლიგისთან”.

რუმინეთში ტიმიშოარას “პოლიტექნიკა” ბუქარესტში 26:33 დამარცხდა “სტიაუასთან”, თუმცა, ტრავმირებული ირაკლი ჩიქოვანი მინიმუმ კიდევ ერთი თვე ვერ ითამაშებს.

შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას “შტიინცა ბაკეუს” გუშინ კონსტანცაში უნდა ეთამაშა ჩემპიონატის ლიდერთან, მაგრამ თამაში რატომღაც ზუსტად ევროპის ჩემპიონატის ფინალის დროს იყო დანიშნული და გადაიდო.

მომდევნო მატჩი “ბაკეუს” 29 იანვარს შინ ექნება “ბაია მარესთან”. პირველი წრე “შტიინცამ” მესამე ადგილზე დაასრულა 31 ქულით, ხოლო “ტიმიშოარა” 12 ქულით მერვეზე იყო.

ჯერ არ განახლებულა მაკედონიის პირველობა, სადაც “ზომიმაკ-სტრუმიცა” უდანაკარგოდ ლიდერობს. გუნდმა ორი ამხანაგური თამაში გამართა, სადაც საუკეთესო იყო რევაზ ჭანტურია. სლოვაკეთში “სტრუმიცა” “ჰლოჰოვეცთან” 28:32 დამარცხდა (ჭანტურიამ 8 გოლი გაიტანა), ხოლო კოსოვოს “ბესასთან” მოგებულ თამაშში (34:24) ქართველი გარემარბის ანგარიშზე 13 გოლია.

8 თებერვალს “სტრუმიცა” ფედერაციის თასის ჯგუფურ ეტაპს დაიწყებს, სადაც მისი მეტოქეები საფრანგეთის “მონპელიე”, დანიის “სკიერნი” და პორტუგალიის “სპორტინგი” იქნებიან.

www.geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117748