სხვა

16:39 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველთა გარეშე

მსოფლიოს ჩემპიონატზე კრივში, რომელსაც ყაზახეთის ქალაქ ალმატი მასპინძლობს, მხოლოდ მე-2 წრის შეხვედრები მიილია, თუმცა, ტურნირს უკვე ყველა ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა.

19 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატში ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ.) და მიხეილ ბახტიძე (+91 კგ.) ჩაერთვნენ და მარცხი განიცადეს. ხოსიტაშვილმა ეგვიპტელ ჰოსამ აბდიჰთან წააგო, ხოლო ბახტიძე ბელარუს იან სუძილოუსკის ვერ გაუმკლავდა.

20 ოქტომბერს ზაალ კვაჭატაძე (69 კგ.), რომელმაც საწყის წრეში შრი ლანკელ ტარინდუ გედარას აჯობა, პირველ ნომრად განთესილ უელსელ ფრედი ევანსს დაუპირისპირდა და ასევე მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124765