ფეხბურთი

12:23 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ "ჩელსის" გამარჯვებისკენ მოუწოდებს

 

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა "ლივერპულთან" გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბს სხვა არჩევანი არ აქვს და მარკ შვარცერმა მომავალ მატჩში დიდი ოსტატობა უნდა გამოავლინოს.

"ეს დიდი დილემაა, ლაზარეთს ჩეხიც შეუერთდა. მარკ შვარცერი გამოცდილი მეკარეა, მას მნიშვნელოვან მატჩებში სათანადო გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ილარიოს, ისიც კარგი მეკარეა, თუმცა ამჯერად შვარცერს ვამჯობინებ." _ განაცხადა მოურინიუმ.

პორტუგალიელი სპეციალისტი ვილიანის, ოსკარის და ტორესის დასვენებას აპირებს, ხოლო გარი კეჰილი, ბრანისლავ ივანოვიჩი და მარკ შვარცერი "ლივერპულთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

"ჩვენ პრემიერლიგის მოგების შანსი ჯერ კიდევ გაგვაჩნია. მე მჯერა ჩემი ძლიერი გუნდის და მათ გამარჯვებისკენ მოვუწოდებ."

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და ლონდონის "ჩელსის" დაპირისპირება დღეს "ენფილდზე" გაიმართება და თბილისის დროით 17:05 საათზე დაიწყება.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113901