ფეხბურთი

18:55 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ "ატლეტიკოს" აქებს

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ მადრიდის “ატლეტიკოსთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ საკუთარი გუნდის სჯერა.

"ატლეტიკო" ძლიერი კლუბია. ისინი მოედნის ყველა ასპექტში კარგი თამაშით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არიან და პრიმერადივიზიონში გასამარჯვებლად ორი მატჩის მოგებაღა სჭირდებათ. სამი სეზონის განმავლობაში "ატლეტიკო" ჩემი პირდაპირი მეტოქე იყო. მე ვაფასებ მათ შრომას, რადგან ყველას არ შეუძლია ლიგის ფინალში თამაში. ეს ის კლუბია, რომელსაც ძალუძს "რეალის" და "ბარსელონას" დამარცხება და ჩემ პატივისცემას იმსახურებენ."

პორტუგალიელმა სპეციალისტმა აგრეთვე განაცხადა, რომ მომავალი 90 წუთი ფეხბურთელებისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მისთვის.

"ეს გადამწყვეტი მატჩია და შეიძლება ერთმა გოლმა ყველაფერი შეცვალოს. ჩემი გუნდის მჯერა და ეს მატჩი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემთვის. მომავალ შეხვედრაში გოლიანი ფრე ნამდვილად არ გვაწყობს და გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ."

შეგახსენებთ, რომ დღეს "სტემფორდ ბრიჯზე", ლონდონის "ჩელსი" და მადრიდის "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114045