მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მენეჯერმა ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნების ალბათობა 80 პროცენტად შეაფასა.
ბოლო პერიოდში პრესა აქტიურად განიხილავს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მოურინიოს ნათქვამს, რომ მას ისეთ კლუბში ყოფნა სურს, სადაც უყვართ. ამის მერე, მალევე ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში “ჩელსის” მეპატრონე რომან აბრამოვიჩს შეხვდა.
“დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში მან გარკვევით თქვა, რომ წასვლა სურს. 80 პროცენტია ალბათობა, რომ მისი შემდეგი კლუბი “ჩელსი” იქნება. “ჩელსის” გულშემატკივრები მას პატივს სცემენ და უყვართ”, – განაცხადა ჟორჟე მენდეშმა Radio Mana Mana Sport-თან საუბარში.