ფეხბურთი

12:29 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ თავდამსხმელებს შეუტია

 

ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ფერნანდო ტორესისა და დემბა ბას დაბალშედეგიანობას იწუნებს. პორტუგალიელი სპეციალისტი ფორვარდთაგან ძალზე შედეგიან თამაშს არც ელის, მაგრამ მიმდინარე სეზონში გატანილი 2-2 გოლი არასაკმარისად მიაჩნია.

“ჩვენი ფორვარდებისგან სეზონში 25-30 გოლს ნამდვილად არ ველი, მაგრამ ტორესისთვისა და ბასთვის 2-2 გოლი მართლაც ძალიან ცოტაა. ადრე თუ გვიან, ეს ციფრები გაუმჯობესდება. მომწონს, როგორც თამაშობს ტორესი უბურთოდ, მაგრამ ესპანელი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის გამწვავება”, - განუცხადა მოურინიომ ბრიტანელ ჟურნალისტებს.

დიდი ალბათობით, იანვარში, “ჩელსი” ბას გაასხვისებს.

0.120691