ფეხბურთი

23:45 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ სუარესი “ჩაკეტა”

 

ტურის ცენტრალური მატჩი “არისტოკრატებმა” მოიგეს. “ჩელსიმ” “ლივერპულს” თამაშითაც აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ეშმაკმა მოურინიომ დაცვა ისე ააწყო, რომ ლუის სუარესი ფაქტობრივად, არ ჩანდა. ურუგვაელი ცდილობდა, ერთი-ორჯერ გაამწვავა თამაში, მაგრამ “ეს” “ის” სუარესი არ იყო.

თუმცა სტუმრებისთვის ყველაფერი იღბლიანად დაიწყო. უკვე მე-4 წუთზე შკრტელმა გახსნა ანგარიში, რასაც მასპინძელთა ოდნავი დაბნეულობა, შემდეგ კი რაღაც შტურმისმაგვარი მოჰყვა. შედეგად, ჯერ შესანიშნავ ფორმაში მყოფმა აზარმა დაარტყა ძლიერად და გაათანაბრა, მალევე კი ეტო’ომ კარგად შეარჩია საჯარიმოში პოზიცია და ახლოდან დააწინაურა თავისიანები, თუმცა ამ ეპიზოდში “ლივერპულის” მეკარე მინოლეს უკეთ შეეძლო გარჯილიყო.

Aამ გოლმა უკვე სტუმრები დააბნია და ეს დაბნეულობა კარგა ხანს გაგრძელდა. როჯერსის შეგირდებმა ბოლოსკენ სცადეს ვითარების გამწვავება, თითქოს რიგიანადაც შეუტიეს, მაგრამ ნაღდ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა, თუ ხარიხას არ ჩავთვლით, რომელასაც საკომ მოარტყა.

ერთი კვირის წინათ “ლივერპული” პირველ ადგილზე იყო ცხრილში და მაშინ ვთქვით, ზედიზედ ორი ურთულესი თამაში ელით და ამის შემდეგ გამოჩნდება რამდენად საფუძვლიანია მათი საჩრემპიონო ამბიციები თქო. ახლა ვიტყვით, რომ ასეთი თამაშით როჯერსის ბიჭები პირველობისთვის მზად არ არიან. წააგეს ორივე ლიდერთან – “სიტისთან” და “ჩელსისთან.” არადა, ორივე შემთხვევაში თავიდან იგებდნენ (გახსოვთ შარშანდელი “ლივერპული”?). მანმადე ისინი “არსენალთანაც” დამარცხდნენ (0:2). ასე რომ…
“ნიუკასლმა” და “არსენალმა” ერთობ მოსაწყენი თამაში შესთავაზეს მაყურებელს. “მეთოფეებმა” მაინც მოიგეს ჟირუს გოლით. აქამდე ფრანგს თვეზე მეტ ხან აღარ გაეტანა. ვენგერის შეგირდები ახალ წელს პირველ ადგილზე შეხვდებიან.

“ტოტენჰემმა”  “სტოკი” გაანადგურა (3:0), “ევერტონმა” კი “საუთჰემპტონს” 2:1 სძლია და თანაქალაქელ “ლივერპულს” ერთი ქულით გაუსწრო.

ევერტონი – საუთჰემპტონი 2:1 (1:0)

ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 39 092

ევერტონი: ჟოელ რობლესი, ბეინსი, დისტინი, ალკარასი, ოვიედო (პინაარი 60), ოსმანი (მირალასი 72), კოულმენი, მაკარტი, ბარკლი, ნეისმიტი, ლუკაკუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

საუთჰემპტონი: დევისი, ჟოზე ფონტე, ლოვრენი, შოუ, დევისი, ლალანა, კორკი (რამირესი 66), უარდ-პროუსი (გალახერი 83), ჩემბერსი (კლაინი 88), როდრიგესი, ლამბერტი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლი: 1:0 კოულმენი (9), 1:1 რამირესი (71), 2:1 ლუკაკუ (74)

გაფრთხილება: ოვიედო (51), მაკარტი (76); კორკი (62), ლამბერტი (65), რამირესი (72), ლალანა (89)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 1(0)-1(3), ჯარიმა: 2-7, კუთხური: 1-0, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1:2

 

ნიუკასლი – არსენალი 0:1 (0:0)

ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 52 161

ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, დებიუში, უილიამსონი, სანტონი, კაბაიე, ტიოტე, სისოკო (ჰაიდარა 79), ანიტა (შოლა ამეობი 74), რემი, გუფრანი (ბენ არფა 62)

მწვრთნელი: ალან პარდიუ

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი (არტეტა 70), კოშელნი, როსიცკი, ფლამინი, კასორლა, უილშირი, უოლკოტი (ჯენკინსონი 80), ჟირუ (ბენდტნერი 86)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლი: 0:1 ჟირუ (65)

გაფრთხილება: ჟირუ (36), ფლამინი (74), როსიცკი (77)

მსაჯი: ლი პრობერტი

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 5(7)-3(5), ჯარიმა: 9-9, კუთხური: 4-1, თამაშგარე: 1-1,  სეივი: 4-3

 

ჩელსი – ლივერპული 2:1 (2:1)

ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 614

ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი (ეშლი კოული 30), დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ლამპარდი (ობი მიკელი 46), ვილიანი, აზარი, ოსკარი, ეტო’ო (ფერნანდო ტორესი 86)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ლივერპული: მინოლე, ჯონსონი (იაგო ასპასი 84), აგერი, შკრტელი, საკო (კოლ ტურე 90), ლუკას ლეივა, ალენი (სმიტი 60), ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო, სტერლინგი, სუარესი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 შკრტელი (3), 1:1 აზარი (17), 2:1 ეტო’ო (43)

გაფრთხილება: ტერი (47), დავიდ ლუისი (50), კეჰილი (79), ოსკარი (90+4); ჯონსონი (40)

მსაჯი: ჰოუვარდ უები

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 2(7)-3(0), ჯარიმა: 17-17, კუთხური: 4-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-3

 

ტოტენჰემი – სტოკი 3:0 (1:0)

ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 36 072

ტოტენჰემი: ლორისი, დოუსონი, ნოგტონი, კირიკეში, ფრაიერსი, ლენონი (ლამელა 75), დემბელე, პაულინიო (კაპო 62), ერიკსენი, ადებაიორი (შადლი 80), სოლდადო

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

სტოკი: სორენსენი, პეტერსი, უილკინსონი (მუნიესა 81), შოუქროსი, კამერონი, აირლენდი (ადამი 50), პალასიოსი (პენანტი 68), ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი, ასაიდი

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 სოლდადო (პენ, 37), 2:0 დემბელე (65), 3:0 ლენონი (69)

გაფრთხილება: დემბელე (52), ლამელა (88); შოუქროსი (55), უოლტერსი (52)

მსაჯი: კევინ ფრენდი

ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 4(8)-1(1), ჯარიმა: 5-13, კუთხური: 6-1, თამაშგარე: 0-4, სეივი: 1-4

 

მეგოლეები:

19 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

13 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

10 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”)

0.144197