ცხადია, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სპეციალისტის მიზანი არა “ქაისერისფორელი” ზურაბ ხიზანიშვილის თამაშისთვის თვალის დევნება, არამედ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში თავისი მეტოქის – “გალათასარაის” დაკვირვება გახლდათ.
Football Espana-ს ცნობით, მოურინიო “ქაისერისფორისა” და “გალათასარაის” მატჩზე ადგილობრივმა ჟურნალისტებმა შენიშნეს. აღნიშნული დაპირისპირება სტამბულელებმა 3:1 მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “გალათასარაის” პირველი 1/4-ფინალური მატჩი 2 აპრილს შედგება.