ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აპირებს, გუნდი ისე ათამაშოს, რომ ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის საუკეთესო თვისებები მაქსიმალურად გამოიყენოს.
“ტორესის თამაში ვიცით. როდესაც მას კარისკენ ზურგით მგომს ვხედავთ ორი-სამი მცველის გარემოცვაში, გვესმის, რომ ტორესისგან მაგიას არ უნდა ველოდოთ. ჩვენ გვინდა, რომ, არა გუნდმა ისწავლოს მასთან ერთად თამაში, არამედ, “ჩელსის” თამაში ტორესთან ერთად უფრო სრულყოფილი გახდეს.
მისი თამაშის გარდაქმნას არ ვაპირებთ, რადგან ეს შეუძლებელია. თუმცა გვინდა, რომ გუნდს ტორესის საუკეთესო თვისებების გამოყენება ვასწავლოთ, რადგან მისი თამაში - ეს მისი თამაშია.
ის ბავშვი არ არის. უკვე იმ ასაკშია, როდესაც თამაშის შეცვლა რთულია. ტორესი ისეთია როგორიც არის და ძალიან კარგი თვისებები აქვს. ამიტომ, მისი თამაშის ხელშეწყობა უნდა ვისწავლოთ”, – იუწყება მოურინიოს სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.