ფეხბურთი

10:42 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “თავდაცვა თავდასხმაზე უკეთ გამოგვდიოდა”

სტამბულის “გალათასარაისთან” მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ, მადრიდის “რეალის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

“მატჩს ძალიან სერიოზულად მივუდექით. ესპანური პრესა “გალათასარაის” უფრო ნაკლებ სერიოზულად აღიქვამდა, ვიდრე ჩვენ. ვიცოდით, რომ თურქებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდათ და ბრწყინვალე შეტევის ხაზი ჰქონდათ. დაცვაში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე თავდასხმაში. მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც კარგად ვითამაშეთ. თუკი სტამბულში გოლს გავიტანთ, “გალათასარაის” 5 ბურთის გატანა მოუწევს, ასე რომ, პირველი მატჩის შედეგი სავსებით მაკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთში ბევრი მინახავს და ძნელია, რამემ გამაკვირვოს. სტამბულში თამაში საკმაოდ რთულია. დიდიე დროგბა და უესლი სნეიდერი ჩემი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ არა 90 წუთის განმავლობაში. ამიტომაც, მათ მხოლოდ მატჩის შემდეგ ვესაუბრე”, - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC-ი.

შეგახსენებთ, რომ “გალათასარაისა” და “რეალის” საპასუხო მატჩი შემდეგ კვირაში ჩატარდება.

 

თეგებიმოურინიო
0.117737