ფეხბურთი

22:08 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო “რეალს”, შესაძლოა, ზაფხულში დაუპირისპირდეს

საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ ჯერ კიდევ “რეალში” მომუშავე ჟოზე მოურინიო მადრიდულ გუნდს ორ თვეში დაუპირისპირდეს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც “ჩელსიმ” და “რეალმა” დაადასტურეს, რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასატარებელ ამხანაგურ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ.

27 ივლისიდან 7 აგვისტომდე, ამერიკის 5 ქალაქში (ფენიქსი, ლოს ანჯელესი, ინდიანაპოლისი, ნიუ იორკი, მაიამი) 8 გუნდი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ითამაშებს. ეს გუნდები არიან: “ჩელსი”, “ევერტონი”, “მილანი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “რეალი”, “ვალენსია” და “ლოს ანჯელეს გელექსი”. თითო გუნდი 3-3 თამაშს ჩაატარებს, რის შემდეგაც, ფინალური მატჩი გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი გუნდი ვის დაუპირისპირდება. ეს ცნობილი 29 მაისს გახდება. თუმცა, არის იმის შანსი, რომ ამჟამად “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, უკვე “ჩელსის” დამრიგებლის რანგში, მადრიდულ გუნდს დაუპირისპირდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118428