ფეხბურთი

16:16 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო “რეალს” 10 მილიონად დატოვებს...

...ოღონდ, ეს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება. Marca-ს ცნობით, “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინიო პერესმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მხარეები თანამშრომლობას ამა წლის ივნისში შეწყვეტენ.
პორტუგალიელთან კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის სანაცვლოდ, “რეალი” 10 მილიონ ევროს გაიღებს. წყარო იმასაც იუწყება, რომ პერესმა მოურინიოს დათხოვნის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, მაგრამ მწვრთნელს სიტუაციის გამოსწორების შანსს აძლევდა და პირადი საუბარი ამ დრომდე ამის გამო გადაიდო.
თავკაცის მიმართ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება მისმა აგრესიულმა ქმედებებმა და გუნდში მიკროკლიმატის დარღვევამ განაპირობა. შეგახსენებთ, სეზონის განმავლობაში მოურინიოს გუნდის არაერთ ფეხბურთელთან მოუვიდა კონფლიქტი, სერხიო რამოსი და იკერ კასილასი კი, გუნდის დატოვებითაც იმუქრებოდნენ, თუკი ჟოზე ადგილს შეინარჩუნებდა.
ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რეალს” ახალი სეზონიდან პსჟ-ს იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს.  
 

0.119307