მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურიონი, “დორტმუნდთან” გამართული მატჩის შემდეგ, მთავარი არბიტრის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს. “განსაკუთრებულის” აზრით, მის ერთ-ერთ საყვარელ მსაჯს მატს ჰუმელსი მოედნიდან უნდა გაეძევებინა.
“ჰოვარდ უების გამო ძალიან ვწუხვარ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არბიტრის მსაჯობით ძალზე უკმაყოფილო ვარ.
მსაჯს ჰუმელსისთვის წითელი ბარათის ჩვენება მართებდა. მან ეს დაინახა, ეს ყველამ დაინახა. თუმცა, იმ ეპიზოდში, უები ადამიანი იყო და არა მსაჯი. მან იფიქრა: “ახლა რომ მე მას წითელი ბარათი მივცე, ის ფინალს გამოტოვებს.” – აცხადებს ჟოზე მოურინიო.