ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ადასტურებს, რომ მისი გუნდის ესპანელი შემტევი ხუან მატა კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძობს.
“ხუანს “მანჩესტერ იუნაიტედში” სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება მივეცით. ადრე თუ გვიან, ტრანსფერი ოფიციალურად დასრულდება.
მატა ფანტასტიკური ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ის იშვიათად თამაშობდა, კვლავ ვფიქრობ, რომ მას შეეძლო ჩვენთვის სასარგებლო ფეხბურთელი ყოფილიყო.
ვფიქრობ, წინადადება, რომელიც მივიღეთ, ფეხბურთელის მაღალ დონეზე მეტყველებს.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.
ცნობისთვის, “ჩელსის” ოფიციალურ ვებგვერდზე, მატას “მანჩესტერში” გადასვლა მოხსენიებულია როგორც “მოახლოებული ტრანსფერი”.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუან მატა “მანჩესტერ იუნაიტედში” დაახლოებით 31 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავა.