ფეხბურთი

10:26 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ჰიტლერს შეადარეს

კვირას, “რეალი” – “ლევანტეს” (5:1) მატჩის წინ, “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონის სიახლოვეს უცნაური პოსტერი გამოჩნდა, სადაც “რეალის” გერბთან გვერდიგვერდ ადოლფ ჰიტლერი და ჟოზე მოურინიო არიან გამოსახულნი. ვინ გამოფინა პოსტერი და რა მიზნით, ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც პორტუგალიური Desporto.sapo.pt  წერს, შესაძლოა, ეს ზოგიერთი ფანის პროტესტი იყოს იმასთან დაკავშირერბით, რომ მოურინიოს მინდორზე აღარ გამოჰყავს იკერ კასილიასი. ლეგენდარული მეკარე ტრავმის შემდეგ უკვე რამდენიმე კვირაა სათამაშოდ მზადაა, მაგრამ ძირითადში მაინც არ აყენებენ და კარს მის შემცვლელ დიეგო ლოპესს ანდობენ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს ჰიტლეთან პირველად არ ადარებენ. 2011 წელს “რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა მოურინიო კონფლიქტურობის გამო მესამე რაიხის მმართველს შეადარა. იმავე წელს ესპანური Eლ Pაის-ის ჟურნალისტმა კარლოს ბოიერომ მოურინიოს “პორტუგალიელი ნაცისტი” უწოდა.

0.119194