ფეხბურთი

19:55 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “დიეგო ლოპესის ძირითადიდან ამოგდება იოლი არ იქნება”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს განცხადებით, ახლადგამოჯანმრთელებულ იკერ კასილიასს ძირითადი შემადგენლობიდან დიეგო ლოპესის ამოგდება გაუჭირდება. ამის მიზეზი ამ უკანასკნელის კარგ ფორმაში ყოფნაა.

“ვერ შეგპირდებით, რომ სეზონის ბოლომდე სიტუაცია არ შეიცვლება, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ დიეგო ლოპესმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

ყველანი ვცდილობთ, რომ მართალნი ვიყოთ როგორც საკუთარი თავის, ასევე ფეხბურთელების წინაშე. ამიტომ, დიეგო ლოპესის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება იოლი არ იქნება.” – აცხადებს მოურინიო “სარაგოსასთან” გამართული მატჩის (1:1) შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113709