ფეხბურთი

18:18 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ბოლო ორ სეზონში, ინგლისის ჩემპიონები ვერ ბრწყინავდნენ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გასულ წლებში პრემიერლიგის მომგებ გუნდებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არც “მანჩესტერ იუნაიტედი” და არც “სიტი” განსაკუთრებულ ფეხბურთს არ თამაშობდნენ.

“თქვენ ფიქრობთ, რომ გასულ წელს, “მანჩესტერი”, რომელმაც ჩემპიონატი მოიგო, განსაკუთრებული გუნდი იყო? მე ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ, კონკურენტებმა ცუდი სეზონი ჩაატარეს.

იგივე სიტუაციაა “სიტის” შემთხვევაშიც. მანჩესტერელებს ექსტრაორდინალური გუნდი ჰყავდათ? მე ასე არ ვფიქრობ. კონკურენტებმა საკმარისი შეცდომა დაუშვეს იმისათვის, რომ ეს გუნდი გაჩემპიონებულიყო.

თუ გავიხედავთ წარსულში, ვნახავთ შესანიშნავ “არსენალს”, რომელმაც ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო, “ჩელსის”, რომელმაც დაგროვილი ქულების მხრივ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, “მანჩესტერს”, რომელმაც ერთ დაუჯერებელ სეზონში პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა, ბოლო ორ სეზონში, ჩემპიონები ვერ ბრწყინავდნენ.” – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.116995