თამაშგარე

12:33 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურჯულებელი იან მვილა

22 წლის ფრანგი ფეხბურთელი, ამჟამად ყაზანის “რუბინის“ ახალწვეული - იან მვილა არასრულწლოვანთან ურთიერთობაშია ეჭვმიტანილი.

ფრანგმა ფეხბურთელმა 16 წლის გოგონას, რომელიც ღამის კლუბში გაიცნო, რამდენჯერმე საეჭვო შინაარსის შეტყობინება და ფოტოები გაუგზავნა. თუ ეს ფაქტი დადსტურდა, მვილას შესაძლოა სისხლის სამართლის მუხლი წაუყენონ და პასუხისგებაში მისცენ.

ფეხბურთელი ადრეც გაეხვა ასეთი სახის სკანდალში, როცა თავის ოთხ პარტნიორსთან ერთად ღამის კლუბში მოულხინა, მაშინ როცა ახალგაზრდული ნაკრების შესარჩევი მატჩებისთვის მზადება მიდიოდა. მართალია, მოგვიანებით დისკვალიფიკაცია 4 თვით შეუმცირდა და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის ნება დართეს, მაგრამ ყაზანში მომხდარი ფაქტის შემდეგ, მოურჯულებელი ფეხბურთელის ბედი შეიძლება სულ სხვაგვარად წარიმართოს...
 

0.11917